უკრაინელებმა რუსეთის რამდენიმე ოლქზე საჰაერო იერიში მიიტანეს .
ინფორმაციას რუსული Telegram-არხები ავრცელებენ. ფაქტს ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. მათივე მტკიცებით, ღამით რუსეთის ფედერაციის თავზე 21 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ოკუპანტების თქმით, 14 დრონი ბელგოროდის, 5 ვორონეჟის, თითო-თითო დრონი კი ასტრახანისა და კალუგის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

