აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ვაშინგტონთან „სერიოზულად საუბრობს“

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი ვაშინგტონთან „სერიოზულად საუბრობს“. ტრამპი იმედოვნებს, რომ თეირანი დათანხმდება შეთანხმებას, რომლითაც ირანი ბირთვულ იარაღზე უარს იტყვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რეგიონში მნიშვნელოვანი სამხედრო აქტივები გაგზავნა.

„ვიმედოვნებ, რომ ისინი რაიმე მისაღებზე შეთანხმდებიან. შეიძლება, დაიდოს მოლაპარაკების გზით დამაკმაყოფილებელი შეთანხმება ბირთვული იარაღის გარეშე. მათ ეს უნდა გააკეთონ, მაგრამ არ ვიცი, გააკეთებენ თუ არა. ისინი ჩვენთან საუბრობენ – სერიოზულად საუბრობენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....