აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“სტუ არ არის პირველი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც ივანიშვილი კლავს” – მიხეილ სააკაშვილი

სტუ არ არის პირველი ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელსაც ივანიშვილი კლავს – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

2010-ში მივაღწიე და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამოვაყოფინე 150 მილიონი დოლარი განათლების პროექტებისთვის და მოვითხოვე ამ ფულის ჩადება ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, ბათუმში. ჩვენც ჩვენის მხრივ ვდებდით 150 მილიონს.

კახა ბენდუქიძესთან ერთად შევუამხანაგდით Georgia Tech-ს, ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს მსოფლიოში.

თავად ამერიკელებს მაინცდამაინც არ უნდოდათ ამ პროექტის დაფინანსება, ვინაიდან ამით ხელს უწყობდნენ ამერიკული უნივერსიტეტების კონკურენტის გახსნას სხვა ქვეყანაში, რომლის სტუდენტებიც, იმის ნაცვლად რომ ამერიკაში წასულიყვნენ და იქ ეხარჯათ ფული, აქ ისწავლიდნენ ბევრად იაფად.

ჩვენ ავაშენეთ პირველი ულამაზესი კორპუსი ბათუმში და ვაპირებდი კიდევ 5 შენობის აგებას.

ივანიშვილმა გაპრემიერების შემდეგ, ერთ-ერთი პირველი განკარგულებით პროექტი მოხურა და ამერიკული ფული გაიფლანგა.

ბათუმში აშენებულ კავკასიის ყველაზე მაღალ შენობაში კი ბინები და კაზინო გააკეთეს.

როგორ აღმოჩნდა, რომ ბევრმა ის უნივერსიტეტი ჩემს პირად ახირებად ჩათვალა და ამერიკულ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ჩემს გარდა ფაქტობრივად ჭირისუფალი არ აღმოაჩნდა – წერს მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....