ევროპელებს არ სურთ, უკრაინა ევროკავშირში იყოს – აღნიშნულის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, თუ ცენტრალური ევროპა მტკიცედ დადგება, დასავლეთ ევროპაც მას მიჰყვება და მის ლიდერებს კურსის შეცვლას აიძულებს.
“ბრიუსელსა და კიევს უნგრეთში ისეთი მთავრობა სურთ, რომელიც მათ მოთხოვნებს დათანხმდება. ჩვენ უარს ვამბობთ! ჩვენ უკრაინაში ჯარისკაცებს, იარაღს ან ფულს არ გავგზავნით. მათ სურთ სესხები და შენატანების გაზრდა, რაც ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებსაც კი ვალებში ჩააფლობს. უნგრეთი ამ თამაშს არ ითამაშებს“ – აღნიშნა ორბანმა.

