ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა, ქალაქ აჰვაზში კი აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა – “ევრონიუსი“ 

ირანის საპორტო ქალაქ ბენდერ აბასში ძლიერი აფეთქება მოხდა, ქალაქ აჰვაზში კი აფეთქებას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ევრონიუსი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, აფეთქება რვა სართულიან შენობაში მოხდა და ქვედა სართულების ნაწილები მნიშვნელოვნად დააზიანა, ჩამსხვრეულია მთელი შენობის ფანჯრები.

ზოგიერთი არაოფიციალური წყაროს ინფორმაციით, სამიზნე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი იყო. თუმცა საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი, რომელიც, „ევრონიუსის“ ცნობით, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან“ არის დაკავშირებული, ინფორმაციას „სრულ სიცრუეს“ უწოდებს.

ზოგიერთი წყარო ინციდენტს გაზის გაჟონვას უკავშირებს, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ შენობაში გაზსადენი დამონტაჟებული არ იყო.

იტვირთბა....