ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პოლონეთის განცხადებით, ბელარუსიდან გაშვებულმა საჰაერო ბუშტებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების განცხადებით, 31 იანვრის ღამეს ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსიდან გაშვებული საჰაერო ბუშტები შეიჭრნენ, რის გამოც პოდლასკე სავოევოდოს საჰაერო სივრცის ნაწილში სამოქალაქო ავიაციისთვის შეზღუდვები დააწესეს.

“ეს ინციდენტი წარმოადგენს პოლონეთის აღმოსავლეთ რეგიონში დაფიქსირებული ჰიბრიდული ტიპის ინციდენტების სერიის კიდევ ერთ შემთხვევას. შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა მუდმივ კონტაქტზეა შესაბამის ინსტიტუტებთან და სამსახურებთან, ახორციელებს ინფორმაციის მუდმივ გაცვლას და გადასცემს მონაცემებს დაკვირვებული ობიექტების შესახებ. სიტუაცია მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პოლონეთის შეიარაღებული ძალები მზად არიან შეასრულონ პოლონეთის საჰაერო სივრცის დაცვასთან დაკავშირებული ამოცანები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....