ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტრამპმა პუტინს სთხოვა, 1 თებერვლამდე თავი შეეკავებინა კიევზე თავდასხმისაგან”- პესკოვი

პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად სთხოვა ვლადიმერ პუტინს, 1 თებერვლამდე თავი შეეკავებინა კიევზე დარტყმებისგან.

„მართლაც, პრეზიდენტმა ტრამპმა პერსონალური თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, რომ ერთი კვირის განმავლობაში, 1 თებერვლამდე, თავი შეიკავოს კიევზე დარტყმებისგან, რათა მოლაპარაკებებისთვის ხელსაყრელი პირობები შეიქმნას”, – თქვა მან.

კრემლს არ დაუკონკრეტებია, თუ როდის სთხოვა ტრამპმა პუტინს კიევზე დარტყმების შეწყვეტა.

მანამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევსა და მოსკოვს შორის არ არსებობს პირდაპირი შეთანხმება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე რუსული თავდასხმების შეწყვეტის შესახებ, თუმცა ამ საკითხზე მოლაპარაკებები, მათ შორის აბუ-დაბიში, გრძელდება.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ტრამპმა განაცხადა, რომ მან თავად სთხოვა პუტინს უკრაინაზე თავდასხმების ერთი კვირით შეწყვეტა ძლიერი ყინვების გამო.

იტვირთბა....