საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ქუთაისის №2 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულების ხელმძღვანელობასა და ადმინისტრაციას, გაეცნო დაწესებულებაში პატიმრების უფლებების დაცვის მდგომარეობას, ასევე, შეხვდა და ესაუბრა მსჯავრდებულებს, მათ შორის არასრულწლოვანებს. დაათვალიერა დაწესებულების ინფრასტრუქტურა.
ომბუდსმენის ოფისში განმარტავენ, რომ სახალხო დამცველის და აპარატის თანამშრომლების მხრიდან პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობა ხორციელდება რეგულარულად.

