ახალი ამბები მთავარი

„აშშ-ის დამოკიდებულებასა და პოზიციაში წინააღმდეგობაა” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ირანის მიმართ აშშ-ის მუქარა ვაშინგტონის მიერ მოლაპარაკებების გაცხადებულ სურვილს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, სამხედრო ქმედება შედეგს არ გამოიღებს.

„აშშ-ის დამოკიდებულებასა და პოზიციაში წინააღმდეგობაა. სამხედრო თავდასხმა ან სამხედრო ჩარევა ალტერნატივა არ არის“, – განაცხადა არაღჩიმ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

„მათ ეს გააკეთეს და ამან არანაირი შედეგი არ გამოიღო“ – თქვა მინისტრმა აშშ-ის მიერ ირანის ბირთვული პროგრამის განადგურებაზე გასული წლის ზაფხულში. “მოლაპარაკებას მუქარით არ იწყებენ. პირველ რიგში, მათ მუქარა გვერდზე უნდა დატოვონ“ – ამბობს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.

“ირანთან საუბარი მქონდა და ისევ ვგეგმავ. ამ დროისთვის, ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან ძლიერი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება…” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე საათის წინ, ირანში სამხედრო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობაზე საუბრისას.

იტვირთბა....