აქართველოში რაც ხდება, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, არჩევნების შემდეგ, ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით, პოლიტიკური პატიმრები, ავტოკრატიული, დრაკონული კანონები და სხვა, რაც ვერ და არც დარჩენილა ეუთო-ს ყურადღების გარეშე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ძალიან მძიმე და ღრმა კრიზისია, რომელიც ქვეყანას პრაქტიკულად იზოლაციაში ტოვებს.
ჯერ იყო მცდელობა, შედარებით უფრო დამზოგავი მექანიზმი ყოფილიყო, რაც არის კითხვებზ პასუხების გაცემა, რადგან ამან შედეგი არ გამოიღო, ვითარება, პირიქით, უფრო დამძიმდა. ახლა მეორე, საგამოძიებო ეტაპია, სადაც ექსპერტები იქნებიან ჩართული და სერიოზული დასკვნა დაიდება, თუ რა ხდება საქართველოში, რა არის ამ პოლიტიკის შედეგები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არის ძალიან მძიმე და ღრმა კრიზისი, რომელიც ამ სფეროში არსებობს, რაც ჩვენ ქვეყანას პრაქტიკულად იზოლაციაში ტოვებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

