აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირმა პუტინის 5 პროპაგანდისტს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ვლადიმერ პუტინის 5 მაქებარსა და პროპაგანდისტს სანქციები დაუწესა – სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „მთავარი სახეები“. ერთ-ერთი „როსია 1“-ის შოუს, „მოსკოვი.კრემლი.პუტინი“ წამყვანი პაველ ზარუბინია.

სანქციები ითვალისწინებს ამ პირებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვას და მათი აქტივების გაყინვას.

    მას ევროკავშირი მოიხსენიებს ცნობილ რუს პროპაგანდისტად, რომელსაც ექსკლუზიური წვდომა აქვს ვლადიმირ პუტინის დღის წესრიგთან, მას აქებს, უკრაინის მთავრობას კი „რეჟიმად“ მოიხსენიებს.

    უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის გამართლებისა და რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის სანქცირებულია რუსი ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი, სახელმწიფო ტელეკომპანია „როსიას“ გენერალური დირექტორისა და რუსეთის სპორტის მინისტრის მრჩეველი დმიტრი გუბერნიევი.

    უკრაინის წინააღმდეგ ომის შესახებ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის რეგულარულად გავრცელებისთვის სანქცირებულია რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის „პირველი არხის“ საინფორმაციო პროგრამა „ვრემიას“ წამყვანი და „მთავარი სახე“ ეკატერინა ანდრეევა. ევროკავშირის თანახმად, პუტინის რეჟიმის მაქებარი ანდრეევა დეზინფორმაციას და პროპაგანდას ავრცელებს დასავლეთის შესახებაც.

    ამავე მიზეზით ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „როსიას“ საინფორმაციო პროგრამა „ვესტის“ წამყვან მარია სიტელს.

    რუსეთის არმიის მხარდაჭერის, ვლადიმირ პუტინის საჯაროდ ქებისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეთა კრიტიკის გამო სანქცირებულია რუსი მსახიობი და მომღერალი რომან ჩუმაკოვი(რეპერი რომა ჟიგანი). ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბალეტის მოცეკვავეს, წარმოშობით უკრაინელ სერგეი პოლუნინსაც, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის არმიას, კრემლის პროპაგანდისტულ სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობს და ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს აქებს.

    იტვირთბა....