აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

“საქართველოში საწვავის ფასები ევროპულთან შედარებით საგრძნობლად დაბალია, რაც განპირობებულია აქციზის განაკვეთით, ამის მიუხედავად, ვმუშაობთ კომპანიებთან ფასების შემდგომი კლებისთვის” – ლევან ჟორჟოლიანი

სურსათის ფასებზე სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის მორიგი სხდომის ფარგლებში, შევხვდით საწვავის კომპანიების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს და მათთან ერთად განვიხილეთ საწვავზე ფასწარმოქმნის სისტემა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში აქციზის განაკვეთი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, თუმცა ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას საწვავის კომპანიებთან ერთად, რათა ფასები კიდევ უფრო შემცირდეს.

„მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ, საშუალო ევროპულ ფასთან შედარებით, საქართველოში საწვავის ფასები არის საგრძნობლად დაბალი, რაც განპირობებულია იმ საგადასახადო კანონმდებლობით, კერძოდ, აქციზის განაკვეთით, რომელიც არის სამჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. შესაბამისად, ქართული ფასები ევროპულთან შედარებით დაბალია, თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საწვავის კომპანიებთან, რათა მოვნახოთ სივრცე ფასების შემდგომი კლებისთვის“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

იტვირთბა....