აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენთან მოსასვლელად და სადისკუსიოდ პირი არ აქვს – შალვა პაპუაშვილი 

„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებს ჩვენთან მოსასვლელად და სადისკუსიოდ არანაირი პირი არ აქვთ. ამბობენ, არალეგიტიმური ხართო, კრემლისგან იმართებითო, მოვლენ და ფასებზე რას იტყვიან, მთავრობამ გადასახადი ასე დაწიოს, კანონი ასე შეცვალოსო? – ამის შესახებშალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დებატები მასთან იქნება, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს იცავს და მზაობას გამოთქვამს.

„თავის დროზე, რადიკალებმა გარედან დავალებით ყოველგვარი დისკუსია ჩაკეტეს და ეს სხვადასხვა დროს ფაქტებითაც დამტკიცდა. მათი მიზანია, არანაირი დისკუსია არ იყოს, სლოგანების ყვირილი იყოს. ჩვენი მიზანია, საგნობრივი დისკუსია იყოს. ალბათ თქვენ ხვდებით, ვის აქვს უნარი და ცოდნა საგნობრივი დისკუსიისთვის. რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას და „ნაცმოძრაობას“ საგნობრივი დისკუსიისთვის პოლიტიკური მზაობა არ აქვთ. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა“ ჩვენთან დებატებში მოვა, განათლების რეფორმას განიხილავს და იტყვის, პარლამენტმა კანონი ასე უნდა შეცვალოსო, როცა ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხართო და კრემლისგან იმართებითო? როგორ უნდა დაჯდე, მაშინ საჩხუბრად უნდა მოვიდნენ. რომც უნდოდეთ, ვერ შეძლებენ, თავადვე ჩიხში არიან. ეს ადამიანები კონსტიტუციურ წესრიგს არ აღიარებენ და ამ პროცესს ლეგიტიმაცია არ უნდა მივცეთ. ჩვენთან მოსასვლელად და სადისკუსიოდ არანაირი პირი არ აქვთ. ტრანსფარანტებით თუ მოვლენ. როგორ წარმოგიდგენიათ, „ნაცმოძრაობა“ მოვა და ფასებზე რას იტყვის, მთავრობამ გადასახადი ასე დაწიოს, კანონი ასე შეცვალოსო? დებატები მასთან იქნება, ვინც კონსტიტუციურ წესრიგს იცავს და მზაობას გამოთქვამს“ – განაცხადა შალვა პაპუშვილმა.

იტვირთბა....