აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ – გრიგოლ გეგელია

ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ და არა ბოლო საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები.

ეუთოს მიერ “მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურება წარმოადგენს პირველ და არა ბოლო საერთაშორისო ტრიბუნალს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ზომა, რომელსაც ვემხრობოდით საქართველოს დემოკრატიული ძალები და მათ შორის “ლელო ძლიერი საქართველო“ ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში, ეს არის განსაკუთრებული ზომა და არა ჩვეულებრივი ნაბიჯი.

ეს მექანიზმი გამოიყენება იმ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის მასობრივი, სისტემური დარღვევები;

მაგალითისვის, მოსკოვის მექანიზმი აქტიურად გამოიყენებოდა 1990-იანების ბალკანეთში, შემზარავი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად

შესაბამისად, დღეს საქართველო განიხილება იგივე მექანიზმით, რომელიც ევროპის უახლესი ისტორიის ზოგიერთი უმძიმესი საქმის შესასწავლად იქნა გამოყენებული. არ ჭირდება მთავრობის თანხმობა; მისია შედგება ნებისმიერ შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, თუ რა პოზიცია ექნება ქოცურ კრიმიბალურ სინდიკატს.

ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ:

ეს რეჟიმი ისევე არალეგიტიმურია, როგორც მღელუ დროის განმავლობაში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებუს შემდეგ
ზომები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რეჟიმის წინააღმდეგ, სულ უფრო მკაცრდება
გასულ წელს ინიცირებული ვენის მექანიზმის შესაძლებლობამ კრახი განიცადა; ოცნების რეჟიმმა ვერ შეძლო საერთაშორისო საზოგადოება დაერწმუნებინა და ნაცვკად იმისა, რომ მათი შეშფოთება დამცხრალიყო, ის მხოლოდ გაიზარდა
დელეგიტიმაცია/უნდობლობა – არ არსებობს საერთაშორისო საზოგადოებია რწმენა შიდა გამოძიებისადმი
ეს ყველაფერი უმძიმესად აისახება საქართველოს რეპუტაციასა და თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ სტაბილურობაზე

ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფრის შედეგებს:

აღარ ვართ ევროპული გაფართოების დღის წესრიგის ნაწილი
არ ვართ მოწვეული არცერთ ახალ სამშვიდობო და ეკონომიკურ ფორმატში
არ ჩამოდის არცერთი მაღალი რანგის პოლიტიკოსი
არ შემოდის გრძელვადიანი მყარი ინვესტიცია
ეს ყვეალფერი მიუთითებს იმ ძალიან დიდ სახელმწიფოებრივ კრიზისზე, რომელშცი ვიმყოფებით ყველანი ერთად. ერთადერთი გზა და გამოსავალი არის ახლავე ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და პოლიტიკური სისტემის გადატვირთვა- განაცხადა გეგელიამ.

ეუთოს 24-მა ქვეყანამ, ადამიანის უფლებების დარღვევების საპასუხოდ, საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა – და ექსპერტულ მისიას ქმნის.

ეს იქნება „ფაქტების დამდგენი მისია“, რომელიც შეაფასებს „საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულებას, – კონკრეტულად კი 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ფოკუსით“.
განცხადებაში, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სახელმწიფოები აცხადებენ, რომ “ყურადღებით და მზარდი შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობას”.

24 სახელმწიფო მიუთითებს, რომ “როგორც ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოს, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები”.

ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” 1991 წელს ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა. ის შესაძლებლობას აძლევს ქვეყნებს, გამოიძიონ “სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ” ამა თუ იმ ქვეყანაში, მისი ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.
1990 წლიდან ეს მექანიზმი მე-17-დ გააქტიურდა და გამოყენებული იყო ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ როგორიცაა – რუსეთი, თურქმენეთი, ბელორუსი.
ამ მექანიზმის ფარგლებში სპეციალური მომხსენებელი დაინიშნება, რომელიც ანგარიშს მოამზადებს საქართველოზე.

იტვირთბა....