აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“პუტინთან მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია, შემიძლია, კიევში მოვიწვიო, ჩამოვიდეს, საჯაროდ ვიწვევ, რა თქმა უნდა, თუ გაბედავს” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი აცხადებს, რომ მზადაა ლიდერების სამიტის „ნებისმიერი ფორმატისთვის“, მაგრამ არა ისეთისთვის, რომელიც მოსკოვში გაიმართება. ვოლოდიმირ ზელენსკი ასეთ ნაბიჯს „შეუძლებელს“ უწოდებს.

ზელენსკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ბელარუსშიც არ შეხვდება.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, „სამშვიდობო გეგმაზე“ საბოლოო შეთანხმების მიღწევა მხოლოდ ლიდერების სამიტზეა შესაძლებელი და პუტინს კიევში ჩასვლას სთავაზობს.

„მე საჯაროდ ვიწვევ მას, თუ, რა თქმა უნდა, გაბედავს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის შუამავლობით უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდის თარიღი ან ადგილმდებარეობა შესაძლოა, შეიცვალოს.

„თარიღი ან ადგილმდებარეობა შეიძლება, შეიცვალოს, რადგან, ჩვენი აზრით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის რაღაც ხდება. ამ მოვლენებმა, სავარაუდოდ, შეიძლება, გავლენა მოახდინოს ვადებზე“ – განმარტა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....