ბიძინა ივანიშვილს არ სურს, დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები არსებობდეს, მისი ნებართვის გარეშე გრანტი არ გაიცემა, განსხვავებული აზრი თუ გექნება, გრანტს ვეღარ მიიღებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ვიღაცას შეიძლება უნდოდეს დიქტატურაში ცხოვრება, მაგრამ თავად არ სურს.
„გუშინ „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი წარმომადგენელი შემხვდა ქუჩაში და ისინიც უკმაყოფილოები იყვნენ. ბიძინა ივანიშვილის პირობებში არ იქნება განსხვავებული აზრის ორგანიზების საშუალება. ანუ ორგანიზაცია მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსებას ვერ მიიღებს, იქნება ინდმეწარმე, ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური აზრი ექნებათ შეეზღუდებათ ხელი აზრის დაფიქსირებაში და გარკვეული ტიპის მხარდაჭერაში. ბიძინა ივანიშვილს არ სურს, რომ დამოუკიდებელი ფინანსური წყაროები არსებობდეს. მისი ნებართვის გარეშე გრანტი არ გაიცემა, განსხვავებული აზრი თუ გექნება გრანტს ვეღარ მიიღებ. ვიღაცას შეიძლება ამ დიქტატურაში ცხოვრება უნდოდეს, მე არ მინდა“ – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ირაკლი ფავლენიშვილს დაუსვეს კითხვა მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ „გრანტებზე ჩვენებმა უკვე ისწავლეს – სომხეთში ან სხვა ქვეყნებში ხსნიან ანგარიშებს და ეგრე შემოაქვთ საარსებო ფული“.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აცხადებს, რომ არ იცის, რა იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა: „ხომ იცით, არ გვაქვს კონტაქტი“.

