აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ევროკავშირი უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ის ასევე ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება რეალისტურია „დაჩქარებული სცენარის“ შემთხვევაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ იტყვის უარს ევროკავშირში გაწევრიანების გეგმებზე, რადგან ამ ნაბიჯს დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის უსაფრთხოებისთვის.

„ევროკავშირი უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოების გარანტიაა, მაგრამ ის ასევე ჩვენი ეგზისტენციალური არჩევანია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა მისი წინა განცხადებაც, სადაც ამბობდა, რომ უკრაინა მისი მოლოდინით კავშირს 2027 წელს შეუერთდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს თარიღი ტექნიკური მზადყოფნის მოლოდინებს ასახავს.

„მე ვკითხე დიპლომატებს: როდის ვიქნებით ტექნიკურად მზად? ტექნიკურად, 2027 წელს ვიქნებით მზად. ჩვენ დაინტერესებული ვართ დაჩქარებული პროცესით. სხვა კანდიდატები არ არიან ომში და არ ჰყავთ მტრულად განწყობილი ძალა, რომელიც დაბლოკავდა მათ მომავალ გაწევრიანებას ევროკავშირში. რუსეთი ამას დაბლოკავს, ეს აშკარაა. მას სურს, რომ უკრაინა არც ნატო-ში იყოს და არც ევროკავშირში. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი იქნება“ – განმარტა ზელენსკიმ.

იტვირთბა....