შეწყვიტეთთ მომიტინგეების დახოცვა – ამ სიტყვებით მიმართავს ამერიკის პრეზიდენტი ირანის რეჟიმის ლიდერებს. დონალდ ტრამპი, აიათოლას მომხრებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს – “ამჟამად ირანისკენ ბევრი ჩვენი ძალიან დიდი, ძალიან მძლავრი გემი მიცურავს და კარგი იქნება, თუ მათი გამოყენება არ დაგვჭირდება”.
თეთრი სახლის ლიდერი ადასტურებს, რომ დილოგი რეჟიმის წარმომადგენლებთან მომდვენო დღეებშიც გაგრძელდება.
კითხვაზე, რა გზავნილი გაუზიარა ირანელებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ირანულ მხარესთან საუბრისას ორი მოთხოვნა ჰქონდა: ბირთვული იარაღის აკრძალვა და მომიტინგეების მკვლელობის შეჩერება.
„მე მათ ორი რამ ვუთხარი: პირველი, არანაირი ბირთვული იარაღი და მეორე, შეწყვიტეთ მომიტინგეების დახოცვა. ისინი ათასობით ადამიანს კლავენ. იცით, ორი კვირის წინ 837 ადამიანის ჩამოხრჩობა შევაჩერე. მაგრამ მათ რაღაც უნდა გააკეთონ. არავის უნახავს მსგავსი რამ“ – აღნიშნა ტრამპმა.

