აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

კუბის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, ტრამპმა შეერთებულ შტატებში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

კუბის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის გამო, ტრამპმა შეერთებულ შტატებში ეროვნული საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

„მე მჯერა, რომ კუბასთან დაკავშირებული სიტუაცია წარმოადგენს უჩვეულო და არაორდინალურ საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის (…) ვაცხადებ ეროვნულ საგანგებო მდგომარეობას ამ საფრთხესთან დაკავშირებით“ – ნათქვამია ტრამპის ბრძანებულებაში, რომელიც თეთრმა სახლმა ხუთშაბათს გამოაქვეყნა.

ტრამპის თქმით, კუბის რეჟიმი თანამშრომლობს „მტრულ ქვეყნებთან“, მათ შორის რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან, ასევე „ტრანსნაციონალურ ტერორისტულ ჯგუფებთან, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ“.

„ქვეყანაში ამ ბრძანებით გამოცხადებული საგანგებო სიტუაციის დასაძლევად, მე საჭიროდ და მიზანშეწონილად მიმაჩნია სატარიფო სისტემის დაწესება“ – ნათქვამია ბრძანებულებაში.

თეთრი სახლი აღნიშნავს, რომ შეზღუდვები გავრცელდება ყველა ქვეყანაზე, გამონაკლისის გარეშე, რომელიც კუბასთან ენერგეტიკულ თანამშრომლობას გააგრძელებს.

„თუ კუბის ან სხვა უცხო სახელმწიფოს მთავრობა, რომელზეც ეს ბრძანება ვრცელდება, მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს ამ ბრძანების შესაბამისად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მოსაგვარებლად და საკმარის მხარდაჭერას გაუწევს შეერთებულ შტატებს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, შესაძლოა, ეს ბრძანება შევცვალო“ – ნათქვამია ტრამპის ბრძანებაში.

28 იანვარს ტრამპმა განაცხადა, რომ კუბა ვენესუელური ნავთობის მიწოდების შეწყვეტის გამო კოლაფსის პირასაა.

იტვირთბა....