ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს და ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მიანიჭეს.
„რეპრესიები პასუხგაუცემელი ვერ დარჩება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან გადადგეს გადამწყვეტი ნაბიჯი და ირანის „რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადეს. ნებისმიერი რეჟიმი, რომელიც საკუთარი ხალხის ათასობით წარმომადგენელს კლავს, საკუთარი აღსასრულისკენ მიისწრაფვის“, – დასძინა მან.
Repression cannot go unanswered.
EU Foreign Ministers just took the decisive step of designating Iran’s Revolutionary Guard as a terrorist organisation.
Any regime that kills thousands of its own people is working toward its own demise.— Kaja Kallas (@kajakallas) January 29, 2026

