ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით 17 თებერვალს წარდგება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, ყოველწლიური მოხსენებით ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტის წინაშე 17 თებერვალს წარდგება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, თუმცა, თარიღის შეცვლა შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.

„აღნიშნულ საკითხზე კონსულტაცია გვქონდა და შევთანხმდით, რომ 17 თებერვალს იქნება პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება. გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყო ის ფაქტი, რომ მომავალ კვირაში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ქვეყნის გარეთ ვიზიტი და მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა და პრემიერ-მინისტრი წარმოდგენილი იყვნენ პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

იტვირთბა....