აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს და მას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს

ფასების შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისია მუშაობას მომავალ კვირას დაიწყებს.

 შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში 14 პირი იქნება, კვოტები კი ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 7; „ხალხის ძალა“ – 3; „საქართველოსთვის – 3; ევროსოციალისტები“ – 1.

პაპუაშვილმა დეპუტატებს მოუწოდა, დროებითი კომისიის კანდიდატებზე დროულად შეჯერდნენ.

საპარლამენტო დროებით კომისიას შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს.

კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტი გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

იტვირთბა....