გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის თქმით, 2027 წელს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ არის განხორციელებადი მიზანი, რადგან გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია.
“2027 წლის პირველ იანვარს გაწევრიანება გამორიცხულია. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია, უკრაინა ევროკავშირთან თანდათანობით დავაახლოოთ. ეს ყოველთვის შესაძლებელია, მაგრამ ასეთი სწრაფი გაწევრიანება უბრალოდ შეუძლებელია”. – თქვა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ნებისმიერმა ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, ჯერ ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს, ეს პროცესი კი, როგორც წესი, რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება.
ამავდროულად, მერცის თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ევროკავშირი მჭიდრო კონტაქტშია ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან.
“ჩვენ მჭიდრო კონტაქტში ვართ ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებთან. ჩვენ, ასევე, ერთობლივად შევიმუშავეთ დოკუმენტები და კარგია, რომ პირველ რიგში, უკრაინასა და რუსულ მხარეს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს”. – თქვა მერცმა.

