ახალი ამბები მთავარი

სინდისის 11 პატიმრის საქმე სააპელაციოში

სააპელაციო სასამართლოში სინდისის 11 პატიმრის პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა.

პროკურორმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო გალუსტაშვილის მიერ, 2025 წლის 3 სექტემბერს, 226-ე მუხლით გადაკვალიფიცირებული საქმე, კვლავ 225-ე მუხლის მეორე ნაწილს, ანუ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, უფრო მძიმე მუხლს დაუბრუნდეს.

სიტყვის უფლებით ისარგებლა მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ. დაკავებულმა სასამართლოს მიმართა და იკითხა “რა კავშირი არსებობდა ორგანიზატორებსა და ჯგუფის წევრებს შორის?”.

სიტყვა არ წერია საქმეში იმაზე, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა კავშირი არსებობს ე.წ. ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შორის? რიტორიკულ კითხვას დავსვამ, რა კავშირი არსებობდა ორგანიზატორებსა და ჯგუფის წევრებს შორის? იქნებ ამ ადამიანებმა სცადონ მაინც და გაგვაგებინონ, რა კავშირი არსებობს? რაც საქმეში დევს იქიდან გამომდინარე, ერთხელ და სამუდამოდ გაგვცენ პასუხი, მოყვნენ კონკრეტულად, ეს როგორ მოხდა. თუ იტყვიან და ლოგიკურ ახსნას მოუძებნიან ხმას აღარ ამოვიღებ,” – განაცხადა ანდრო ჭიჭინაძემ.

პროცესი 5 თებერვალს 12:00 საათზე განახლდება.

ცნობისთვის, სააპელაციოში სინდისის 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.

იტვირთბა....