რუსები არასერიოზულად უყურებენ აბუ დაბის მოლაპარაკებებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
კალასი მიიჩნევს, რომ რუსეთი არასერიოზულად უყურებს აბუ დაბიში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს, რადგან, მისი განმარტებით, რუსეთის დელეგაცია ძირითადად შედგება სამხედროებისგან, რომლებსაც არ აქვთ მანდატი რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად.
„ამ მოლაპარაკებებს თუ შევხედავთ, რუსეთს წარმოადგენენ სამხედრო პირები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე მანდატი. შესაბამისად, აშკარაა, რომ რუსები არასერიოზულად უყურებენ ამას“, – განაცხადა კალასმა.
ამასთან, კალასის თქმით, მოლაპარაკების პროცესში რუსები თავს ესხმიან უკრაინას.
„ჩვენ განვიხილავთ ენერგეტიკულ მხარდაჭერას, რადგან ზამთარი ძალიან მძიმეა და უკრაინელები ნამდვილად იტანჯებიან. მოახლოებულია ჰუმანიტარული კატასტროფა“, – განაცხადა კაია კალასმა.

