კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ, 3 წლის ვადით, გოგა გულორდავა აირჩიეს.
“კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 2026 წლის 29 იანვარს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
გოგა გულორდავას 26 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს. პროფესიით ის იურისტია. სხვადასხვა დროს მას კვალიფიკაცია ამაღლებული აქვს ამერიკის შეერტებულ შტატებსა და გერმანიაში.” – ნათქამია განცხადებაში.
ცნობისთვის, გოგა გულორდავა პარლამენტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად 9 დეკემებერს აირჩია. პარლამენტის შესაბამისი დადგენილება 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდა.

