აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელებმა რუსული Su-30SM ტიპის ავიაგამანადგურებელი შავი ზღვის სანაპიროსთან ჩამოაგდეს

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინელებმა რუსული Su-30SM ტიპის ავიაგამანადგურებელი შავი ზღვის სანაპიროსთან ჩამოაგდეს – გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა და უკრაინის სანაპირო ზოლის სამხრეთით მდებარე საზღვაო არეალში დაიკარგა.

რამდენიმე უკრაინულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინციდენტი ოთხშაბათს საღამოს საათებში მოხდა და შემთვევის შედეგად ეკიპაჟის წევრები დაიღუპნენ. ცნობები ოფიციალურად არც ერთი მხარის მიერ არ დადასტურებულა. ინციდენტი იმავე დღეს მოხდა, როდესაც უკრაინამ რუსული SU-34 გამანადგურებელი თვითმფრინავი ეკიპაჟთან ერთად ჩამოაგდო.

SU-30სმ არის ორძრავიანი, ორადგილიანი მრავალფუნქციური გამანადგურებელი, რომელსაც რუსეთის საჰაერო ძალები და საზღვაო ავიაციის დანაყოფები იყენებენ. ის განკუთვნილია საჰაერო უპირატესობის მისიებისთვის, საზღვაო დარტყმებისთვისა და ხშირად გამოიყენება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის საჰაერო პატრულირებისა და დარტყმების კოორდინაციისთვის.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინელებმა რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალების Su-34-ის გამანადგურებელ-ბომბდამშენი ჩამოაგდეს. უკაინული Telegram-არხების ცნობით, ეკიპაჟის ორივე წევრი დაიღუპა. ისინი ყირიმის აეროდრომამდე მიღწევას ცდილობდნენ.

იტვირთბა....