დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა პეკინში ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის უნდა იყოს ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა.
„გაერთიანებულ სამეფოსა და ჩინეთს სჭირდება, რომ ჰქონდეთ გრძელვადიანი, თანმიმდევრული და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა სტარმერმა.
სი ძინპინმა, თავის მხრივ, დარწმუნებით აღნიშნა, რომ ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის თანამშრომლობა მაღალ საფეხურზე გადავა.
„ჩინეთისა და დიდი ბრიტანეთის თანამშრომლობისა და ურთიერთობების ახალი თავი გადაიშლება“, – დასძინა ჩინეთის ლიდერმა.
ცნობისთვის, სტარმერი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში გუშინ ჩავიდა. ის დიდი ბრიტანეთის პირველი პრემიერია, რომელიც რვაწლიანი პაუზის შემდეგ პეკინს ეწვია.

