ნატოში უკრაინის ელჩმა, ალიონა გეტმანჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინა დასავლეთისგან უსაფრთხოების უაზრო გარანტიებს არ მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph ავრცელებს.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხი მომავალი რუსული აგრესიისგან დაცვის მექანიზმებს ნებისმიერი ფართომასშტაბური სამშვიდობო შეთანხმების „განუყოფელ ნაწილად“ მიიჩნევს.
„უკრაინელებს არ აქვთ იმის ილუზია, რომ ომში ნებისმიერი პოტენციური შესვენება, [ვლადიმირ] პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის სახით, საბოლოო ჯამში მშვიდობას მოიტანს და არა აგრესიის ახალ ტალღას“, – აღნიშნა ელჩმა.
„გასაკვირი არ არის, რომ ყოველივე ამის შემდეგ უკრაინელები უკიდურესი სიფრთხილით ეკიდებიან უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ნებისმიერ დისკუსიას. ისინი არ აპირებენ კიდევ ერთი უაზრო შეთავაზების მიღებას, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად მიმზიდველად იქნება იგი შეფუთული „უსაფრთხოების გარანტიების“ იარლიყით“, – დასძინა მან.

