აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 ქვეყნის შიგნით პრეზიდენტი ზელენსკი სულ უფრო მეტად მოქმედებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ, არავის უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება – ალექსეი გონჩარენკო 

ახლა მსურს გითხრათ რაღაც, რაც ამ კრებაზე აქამდე არასდროს მითქვამს, რადგან ყოველთვის ვღელავდი, რომ სიმართლის გამჟღავნებას ჩემი ქვეყნისთვის ზიანი არ მიეყენებინა, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გონჩარენკომ აღნიშნა, რომ ბოლო დროს ვოლოდიმირ ზელენსკი სულ უფრო მეტად მოქმედებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ.

„ჩვენ უკრაინაში მშვიდობა რაც შეიძლება სწრაფად გვჭირდება. ყველა ძალისხმევა ამისკენ უნდა იქნეს მიმართული. თუმცა, ახლა მსურს გითხრათ რაღაც, რაც ამ კრებაზე აქამდე არასდროს მითქვამს, რადგან ყოველთვის ვღელავდი, რომ სიმართლის გამჟღავნებას ჩემი ქვეყნისთვის ზიანი არ მიეყენებინა. თუმცა, ახლა ნათლად ვიაზრებ, რომ სამწუხაროდ, სიმართლის დამალვას კიდევ უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. სიმართლე კი ისაა, რომ ქვეყნის შიგნით პრეზიდენტი ზელენსკი სულ უფრო მეტად მოქმედებს იმ ძირითადი ღირებულებების საწინააღმდეგოდ, რომელთა დასაცავადაც ჩვენ აქ ვიცავთ: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა.

ადამიანის უფლებები – უხეში, ძალადობრივი და კორუფციული მობილიზაცია, როდესაც მდიდრებსა და ლოიალურ პირებს შეუძლიათ საკუთარი მოვალეობებისგან თავის დახსნა, სხვები კი შეიძლება, მობილიზაციის ჯგუფებმა სცემონ და მოკლან კიდეც.

კანონის უზენაესობა – როდესაც პრეზიდენტი ზელენსკი, ყოველგვარი სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, საკუთარი ნებით აწესებს სანქციებს თავისი პოლიტიკური ოპონენტებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი მათ ქონებაზე შესაძლოა, რეიდერული თავდასხმები განხორციელდეს და ისინი შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ.

კორუფცია – საბედნიეროდ, უკრაინაში გვაქვს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოები. თუმცა, როდესაც ცხადი გახდა, რომ ისინი პრეზიდენტ ზელენსკისთან ყველაზე დაახლოებულ პირებს იძიებდნენ, მან გასული წლის ივლისში სცადა მათი დამოუკიდებლობის გაუქმება და კონტროლის დამყარება. მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინელი ხალხი ქუჩაში გამოვიდა, ეს პროცესი შეჩერდა“, – განაცხადა გონჩარენკომ.

უკრაინელი დეპუტატის თქმით, ეს ყველაფერი სწორი არ არის და დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. ამასთან, გონჩარენკომ აღნიშნა, რომ ამ ფონზე ევროპამ უკრაინას ზურგი არ უნდა აქციოს და  ქვეყნის მხარდაჭერა გააძლიეროს.

„მე ერთადერთი ევროპარლამენტარი ვარ, რომელმაც ამის წინააღმდეგ ხმა მისცა.  ამის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკისთან დაახლოებულ ბევრ პირს კორუფციაში ბრალი წაუყენეს. ზოგიერთი მათგანი ქვეყნიდან გაიქცა. გასული წლის დეკემბერში, ერთი თვის წინ, უკრაინის პარლამენტმა შექმნა სპეციალური საგამოძიებო კომისია საომარი მდგომარეობის დროს კორუფციის გამოსაძიებლად და მე მის თავმჯდომარედ ამირჩიეს. იცით, რა მხარდაჭერა მივიღე? ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. წარმოგიდგენიათ ეს? ეს ყველაფერი სწორი არ არის და ის უნდა შევაჩეროთ. არავის უნდა ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება. ის, რაც გითხარით, არ ნიშნავს, რომ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოთ, პირიქით! თქვენ კიდევ უფრო მეტად უნდა დაუჭიროთ მხარი უკრაინას! არა მხოლოდ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად, არამედ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. გთხოვთ დაეხმაროთ უკრაინას, რომ დარჩეს დემოკრატიულ ქვეყნად“ – განაცხადა გონჩარენკომ.

იტვირთბა....