აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ნავთობბაზასა და დრონების მართვის ცენტრს დაარტყეს – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის თავდაცვის ძალებმა 27 იანვარს და 28 იანვრის ღამეს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არაერთ სამიზნეს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ დონეცკის ოლქში დარტყმა განხორციელდა მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და უპილოტო საფრენი აპარატების მართვის ცენტრზე, ასევე, უკრაინელებმა დონეცკის ოლქის შახმატნესა და გრიგორიევკას რაიონებში მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის თავმოყრის ადგილებს დაარტყეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა რუსეთის ვორონეჟის ოლქში ნავთობბაზა „ხოხოლსკაიას“ დაარტყეს, დაფიქსირდა ხანძარი და სქელი კვამლი. შედეგები ზუსტდება.

უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსების საბრძოლო მასალის საწყობს დაარტყეს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში – პირადი შემადგენლობის თავმოყრის ადგილს, დნეპროპეტროვსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში კი – ბატალიონის სამეთაურო პუნქტს.

გარდა ამისა, დარტყმა განხორციელდა რუსული ძალების თავმოყრის ადგილზე კოლოტილოვკაში, რუსეთის ბელგოროდის ოლქში. მოწინააღმდეგის დანაკარგები ზუსტდება.

ამასთან, დაზუსტდა რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის მხარეში მდებარე „ტამანეფტეგაზის“ ნავთობტერმინალზე ბოლო დროს განხორციელებული შეტევის შედეგები: დადასტურდა ხანძარი დაახლოებით 6 200 კვადრატული მეტრის ფართობზე და სამი რეზერვუარის დაზიანება.

სხვა სამიზნეებთან ერთად, დაბომბეს მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალის საწყობი ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ნიჟნიაია დუვანკასთან; მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის კონცენტრაცია ჰულიაიპოლესთან ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილში და ბატალიონის სამეთაურო პუნქტი ბერეზოვესთან დნეპროპეტროვსკის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში.

იტვირთბა....