ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად „მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან“ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.
მისივე თქმით, ირანს მოლაპარაკებათა მაგიდასთან მოსასვლელი დრო ეწურება.
„უზარმაზარი არმადა ირანისკენ მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, უდიდესი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზანდასახულად. ესაა უფრო მსხვილი ფლოტი, ვიდრე ის, რაც ვენესუელისკენ გაიგზავნა, უდიდესი ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნით“ სათავეში.
ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზადაა და შეუძლია, სწრაფად შეასრულოს მისი მისია, საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით. ვიმედოვნებ, ირანი სწრაფად „მოვა მოლაპარაკების მაგიდასთან“ სამართლიან და თანასწორ შეთანხმებას გააფორმებს – ბირთვული იარაღის გარეშე ,რომელიც ხელსაყრელი იქნება ყველა მხარისთვის.
დრო იწურება, ამას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! როგორც ერთხელ ვუთხარი ირანს, გააფორმეთ შეთანხმება! მათ ეს არ გააკეთეს და ჩატარდა „შუაღამის ჩაქუჩი“, ირანის მნიშვნელოვანი განადგურება. მომდევნო თავდასხმა უფრო უარესი იქნება! არ დაუშვათ ეს კვლავ“ – წერს ტრამპი.

