ახალი ამბები მთავარი

“ფიცო ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მისი ქცევით შეშფოთებულია” – POLITICO

როგორც გამოცემა POLITICO წერს, სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა, რობერტ ფიცომ ევროკავშირის ლიდერებთან ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტის მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა.

წყაროების თქმით, ფიცომ კოლეგებთან საუბარში აშშ-ს პრეზიდენტის ქცევას “საშიში” უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპთან შეხვედრა მისთვის შოკისმომგვრელი იყო.

ევროპელ ლიდერებს შორის აღნიშნული შეხვედრა 22 იანვარს, ევროკავშირის საგანგებო სამიტის ფარგლებში გაიმართა და ის ტრანსატლანტიკურ ურთიერთოებებსა და გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრამპის განცხადებებს ეძღვნებოდა.

მოგვიანებით, რობერტ ფიცომ POLITICO-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.

“არავის არაფერი გაუგია, არავის არაფერი უთქვამს, არ არსებობს არავითარი მოწმე, მაგრამ ამან POLITICO-ს ტყუილის მოფიქრებაში ხელი არ შეუშალა”. – აღნიშნა ფიცომ.

იტვირთბა....