აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ირანს აშშ-თან მოლაპარაკებები არ მოუთხოვია, მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მუქარა და გადაჭარბებული მოთხოვნები აღარ იქნება” – აბას არაღჩი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ირანს აშშ-თან მოლაპარაკებები არ მოუთხოვია.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან კონტაქტი არ ჰქონია და არც მოლაპარაკებები მოუთხოვია.

ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ სხვადასხვა შუამავალი თეირანთან „კონსულტაციებს აწარმოებდა“ და კონტაქტზეა.

„ჩვენი პოზიცია ნათელია, მოლაპარაკებები მუქარის ფონზე არ ხდება და მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც მუქარა და გადაჭარბებული მოთხოვნები აღარ იქნება“ – განუცხადა მან ირანის სახელმწიფო მედიას.

ამასთან, „როიტერის“ ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ სალმანს განუცხადა, რომ თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ომის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.

იტვირთბა....