აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 თუ სიმართლეა, რომ თეთრი სახლის კედელზე პუტინის ფოტოა, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს – ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე

სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თეთრ სახლში ერთ-ერთ კედელზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს.

„ეს თუ სიმართლეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტო ჩამოკიდოს, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, – წერს მიჰკელსონი სოციალურ ქსელში.

მანამდე, ამერიკელმა ჟურნალისტმა, ელიზაბეტ ლენდერსმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტო და დაურთო აღწერა: „შევამჩნიე, რომ ვესტიბიულში, რომელიც რეზიდენციას დასავლეთ ფრთასთან აკავშირებს, ერთ-ერთ კედელზე დაკიდებულია ალასკაზე გადაღებული ტრამპისა და პუტინის ერთობლივი ფოტო“.

იტვირთბა....