აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებებში „ძალიან კარგი რამ ხდება“.
„ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინასთან და რუსეთთან დაკავშირებით ძალიან კარგი რამ ხდება“ – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი გასულ კვირას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შედგა.
შეხვედრის შემდეგ მოსკოვმა და კიევმა გამოხატეს მზადყოფნა, განაგძრონ დიალოგი. აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, მოლაპარაკებები აბუ დაბიში მომდევნო კვირიდან გაგრძელდება.

