აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“თუ ეს მართალია, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს, სამწუხაროდ” – მარკო მიხელსონი თეთრი სახლში ტრამპი-პუტინის ფოტოზე

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ეხმაურება ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თეთრი სახლის კედელზე აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საერთო ფოტო დაკიდეს,

„თუ მართალია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მიზანშეწონილად მიიჩნევს თეთრი სახლის კედელზე XXI საუკუნის ომის უდიდესი დამნაშავის ფოტოს ჩამოკიდებას, მაშინ სამართლიან და მდგრად მშვიდობას მოცდა მოუწევს. სამწუხაროდ“, – წერს მიხელსონი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ამერიკელი ჟურნალისტი ელიზაბეტ ლენდერსი X-ზე გამოქვეყნებული პოსტში წერს, რომ თეთრი სახლის ერთ-ერთ დერეფანში ტრამპი-პუტინის ერთობლივი ფოტო გამოჩნდა, რომელიც ალასკას სამიტის დროს არის გადაღებული. მისი ინფორმაციით, ფოტო ახალია და აქამდე საჯაროდ არ გამოფენილა.

იტვირთბა....