აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

მედიის ინფორმაციით, ისრაელი სამხრეთ ღაზაში პალესტინელებისთვის დიდი ბანაკის აშენებას გეგმავს

ისრაელი სამხრეთ ღაზაში პალესტინელებისთვის დიდი ბანაკის აშენებას გეგმავს.

როგორც სააგენტო „როიტერს“ ვეტერანმა გენერალმა ამირ ავივიმ განუცხადა, ისრაელმა სამხრეთ ღაზაში მიწა გაწმინდა ბანაკის მშენებლობისთვის, რომელიც შესასვლელში შესაძლოა, აღჭურვილი იყოს სათვალთვალო და სახის ამოცნობის ტექნოლოგიით.

მისივე თქმით, ბანაკი რაფაჰის რაიონში აშენდება და შესვლა-გასვლას ისრაელი გააკონტროლებს. ამირ ავივის ცნობით, ბანაკი გამოყენებული იქნება იმ პალესტინელების განსათავსებლად, რომლებსაც სურთ ღაზის დატოვება და ეგვიპტეში გადასვლა, ასევე მათთვის, ვისაც დარჩენა სურს.

ამასთან, როგორც წყაროებმა მიმდინარე თვეში „როიტერს“ განუცხადეს, ისრაელს სურს, უზრუნველყოს, რომ ღაზის ტერიტორია რაც შეიძლება მეტმა პალესტინელმა დატოვოს.

„რაფაჰში უნდა აშენდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც მათ დააკმაყოფილებს და შემდეგ მათ შეეძლებათ, აირჩიონ, სურთ თუ არა წასვლა. ეს სტრუქტურა სავარაუდოდ იქნება დიდი, ორგანიზებული ბანაკი, რომელსაც ასობით ათასი ადამიანის განთავსება შეეძლება“ – განაცხადა ამირ ავივიმ.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ დროისთვის ღაზის სექტორში დაახლოებით ორი მილიონი პალესტინელი ცხოვრობს.

იტვირთბა....