მთავრობის ადმინიტრაციაში ფარმაცევტული კომპანიების წამორმოდგენლებს ელოდებიან. ე.წ. ფასების კომისიის სხდომა 13:00 საათზეა დაანონსებული.
ფარმაცევტული სფეროს წარომადგენლები ამბობენ, რომ მედიკამენტებზე ფასებს სახელმწიფო ადგენს, შესაბამისად, გაურკვეველია, რაში ხედავს მთავრობა პრობლემას. ამასთან, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ლევან გოგიბერიძის თქმით, ფასების ზღვარი დადგენილი არ არის კოსმეტიკურ საშუალებებსა და საკვებ დანამატებზე და ამ კუთხით კონსესუსის მიღწევა შესაძლებელია.
გოგიბერიძის თქმით, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ სექტორის საქმიანობით სუსი ან ფინანსური პოლიცია დაინტერესდეს.
“ჩვენთან ფასებს სახელმწიფო არეგულირებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთან ფასების გაზრდა ასე არ ხდება. ჩვენ ველოდებით, პირველ რიგში, თვითონ რას შემოგვთავაზებს სახელმწიფო და რაში ხედავს პრობლემას და ამის შემდეგ გვექნება, რა თქმა უნდა, შესაბამისი რეაქცია, პასუხი და ა.შ. სამკურნალო საშუალებების დაახლოებით 2/3, პრინციპში, არის რეფერენტული ფასების ქვეშ. რაც არის დარჩენილი, ისიც მოექცევა. მინდა, ვთქვა, რომ ეს არ ეხება საკვებ დანამატებს, ეს არ ეხება ვიტამიინებს, კოსმეტიკურ საშუალებებს და ა.შ. აქ თუ არის ფასებზე პრობლემა, ამაზე, რა თქმა უნდა, სამუშაოა და შეიძლება, რაღაცა კონსესუსი ამ მიმართულებით გამოინახოს. ვიღაც სადღაც რომ შევიდეს და რაღაც რომ შეამოწმოს, ამის საფუძველი უნდა არსებობდეს, ხომ, ალბათ? ისე არ ვიცი და მე არ მგონია, რომ ჩვენს სექტორში იყოს მაგის აუცილებლობა, რომ მაგ მიმართულებით დაინტერესდეს გნებავთ სუსი, გნებავთ ფინანსური პოლიცია”, – ამბობს საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან გოგიბერიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფასების კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართება. მანამდე ირაკლი კობახიძე, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს, დისტრიბუტორებს და ადგილობრივ მწარმოებლებს შეხვდა.

