ცოტა მეეჭვება, რომ ჰელსინკის კომისიის შეხვედრის გადადების მთავარი მიზეზი ამინდი იყოს, ვაშინგტონში ტრანსპორტირება ცოტა შეფერხებულია, მაგრამ გაუქმებული არ არის, მიმოსვლა თავისუფლად იყო შესაძლებელი, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე უხერხული მომენტი ის იყო, რაზეც პასუხი თავად „რესპუბლიკელებმა“ უნდა გასცენ.
„ჰელსინკის კომისიაში არა მხოლოდ „დემოკრატები“, არამედ „რესპუბლიკელებიც“ არიან, მათ შორის ჩვენი „დაუძინებელი მეგობრებიც“, რომლებიც საქართველოს თაობაზე საკითხების წამოწყების სპონსორები არიან. სხდომაზე ის ადამიანი მიიწვიეს, რომელიც „რესპუბლიკელების“ ლიდერს, დონალდ ტრამპს სექსუალურ მანიაკს და მოძალადეს ეძახის. როცა „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ან სენატორი ასეთ ადამიანს იწვევს და გინდა, ისე წარმოაჩინო, რომ ლორა თორნტონი ობიექტური მსაჯულია საქართველოში მიმდინარე პროცესების, მინიმუმ უხერხულია „რესპუბლიკელების“ მხრიდან. ამიტომ, მგონია, ამას შიდა პარტიულ დონეზე შეფასება იქაც მიეცემა. ეს რამდენად უკავშირდება გადადებას, არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ ამინდს რომ არ უკავშირდება, ესეც ნათელია“ – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ჰელსინკის კომისიაში განაცხადეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით 28 იანვარს დაგეგმილი ბრიფინგი უამინდობის გამო გადაიდო.

