aviabiletebi
ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

მამუკა ღლონტი: “მაესტრო” წამართვეს!

aviabiletebi
ავიაბილეთები

ტელეკომპანია „მაესტროს” ერთ-ერთი დამფუძნებელი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სტატუს აქვეყნებს. „დღეს ჩემი „ოცნება“ ახდა.. “მაესტრო” წამართვეს!”,-წერს ღლონტი.

დღეს სასამართლომ „მაესტროს“ წილებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა, საქმე ეხება მამუკა ღლონტისა და ეკა აკობიას მიერ გიორგი გაჩეჩილაძის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომელშიც სადავო 10%-იანი წილის გადაფორმების საკითხია.

სასამართლოს გადაწყვეტილებით „მაესტროს“ სადავო წილები კვლავ გია გაჩეჩილაძის საკუთრებაში რჩება. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტისა და ეკატერინე აკობიას სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც ისინი გია გაჩეჩილაძის კუთვნილი წილის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ.

იტვირთბა....