თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.
ასევე, ამ წუთებში ბრალდების მხარის შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს.
ბრალდების მხარე აღნიშნულ საქმეში, 4 ოქტომბერს დაზიანებული პოლიციის თანამშრომლების სამედიცინო დოკუმენტაციის დართვას ითხოვს. დაცვის მხარე შუამდგომლობას არ ეთანხება. მათი თქმით, პროკურატურა ბრალდებულებს ვინმეს დაზიანებას არ ედავება, ამიტომ აღნიშნული მასალები აღნიშნულ საქმესთან კავშირში არ არის.
სხდომას, ასევე ესწრება ბრალდებულთა ნაწილი.

