„მარლბორო”, „პარლამენტი”, L&M, და „ჩესტერფილდი” ბაზარზე ბრუნდება. სიგარეტის ჯიხურებში “ფილიპ მორისის” ბრენდები უახლოეს დღეებში გამოჩნდება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ამ ეტაპზე დისტრიბუცია შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და თამბაქოს ნაწარმი თითქმის ყველა სარეალიზაციო პუნქტში დაბრუნდა.
როგორ დასრულდა დავა “ომეგა ჯგუფსა“ და “ფილიპ მორისს“ შორის ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, “ფილიპ მორისის“ ბრენდის სიგარეტების რეალიზაცია იანვრის დასაწყისში შეჩერდა.