კულინარია საზოგადოება

გასათვალისწინებელი წესები: როგორ უნდა შეიღებოს სააღდგომო კვერცხები

სააღდგომოდ კვერცხის შეღებვას მარტივი, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელი წესები აქვს:

1-შეარჩიეთ გამძლე ნაჭუჭის მქონე, საშუალო ზომის კვერცხი/

2- ხსნარი, რომლითაც კვერცხი უნდა სეიღებოს, ორი-სამი დღით ადრე გაამზადეთ. (თუ ხელოვნურ საღებავს გამოიყენებთ, არ დაგჭირდებათ რამდენიმე დღით ადრე მომზადება).

3-ბუნებრივი საღებავის მოსამზადებლად დანაყეთ 3 კონა ენდრო ფესვები. დაამატეთ ხახვის ფურცელი ( ენდროსა და ხახვის წილი 2/1), დაასხით 5 ლიტრი წყალი და დადგით ცეცხლზე. 45 წუთის განმავლობაში ადუღეთ. დაამატეთ წყალი პერიოდულად. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გააცივეთ და ისევ დადგით ცეცხლზე იმავე დროით. გაიმეორეთ 3-ჯერ.

4-უკვე მომზადებულ და გაციებულ სითხეში მოათავსეთ კვერცხები. ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი მარილი, რომ კვერცხები არ გასკდეს.  დადგით დაბალ ცეცხლზე და 15 წუთი ხარშეთ.

5-მოხარშვის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და დატოვეთ კვერცხები ქვაბში 20 წუთის განმავლობაში. გაციების შემდეგ ამოიღეთ და ცივი წყალი გადაავლეთ.

იტვირთბა....