გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განცხადება გააკეთა.
“არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ, მსოფლიო, სადაც მხოლოდ ძალას აქვს მნიშვნელობა, საშიში ადგილია, პირველ რიგში, პატარა ქვეყნებისთვის, შემდეგ საშუალო და ბოლოს, დიდი ქვეყნებისთვისაც. მე-20 საუკუნეში ჩემი ქვეყანა დაადგა მწარე დასასრულისკენ მიმავალ გზას და მთელი მსოფლიო უფსკრულში ჩაიყვანა. ბოლო დღეებში აშშ-ის ადმინისტრაცია მოითხოვდა უფრო დიდი როლის შესრულებას გრელანდიაში და აცხადებდა, რომ ეს საჭიროა უკიდურეს ჩრდილოეთ რეგიონში საფრთხეებთან გასამკლავებლად. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად უდგება არქტიკის რეგიონში რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეს. ეს საფრთხე თავისთავად მკაფიოდ გამოხატავს დიდი ძალების განახლებულ მეტოქეობას. ჩვენ დავიცავთ დანიას და გრენლანდიას რუსული საფრთხისგან. მიუღებელია მუქარა, ძალით შეიძინო ევროპის ტერიტორია. ახალი ტარიფები კი ძირს უთხრის ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძვლებს. ასეთი ზომების ამოქმედების შემთხვევაში ევროპის პასუხი იქნებოდა ერთიანი, აწონილი და მტკიცე. დემოკრატიებს არ ჰყავთ შემოქმედები, მათ ჰყავთ მოკავშირეები, სანდო პარტნიორები და მეგობრები“ თქვა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე.” – აღნიშნა მერცმა.

