“ღაზა ლამაზი ადგილი გახდება” – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსში „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელი წესდების ხელმოწერის ცერემონიაზე განაცხადა.
„მე გულის სიღრმეში უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენელი ვარ. ყველაფერი მდებარეობაზეა დამოკიდებული. მე ვთქვი: შეხედეთ ამ ზღვისპირა ადგილს. შეხედეთ ამ ლამაზ ადგილს. ეს შესანიშნავი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
საბჭოს შეხვედრაზე დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯარედ კუშნერმა ღაზის სექტორის რეკონსტრუქციის გეგმა წარადგინა.
კუშნერის თქმით, ღაზას „საოცარი პოტენციალი“ აქვს, მათ შორის, ტურისტული თვალსაზრისით.
„თუ „ჰამასის“ დემილიტარიზაცია არ მოხდება, მაშინ ეს ღაზას მოსახლეობის მისწრაფებებს შეაფერხებს. ჩვენი მიზანი ისრაელსა და პალესტინელ ხალხს შორის მშვიდობაა“- აღნიშნა კუშნერმა.

