ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

„მეტრონომი“ სასამართლოდან – პაპიძის საქმე: რას ამბობს ნაფიცი მსაჯულობის ერთ-ერთი კანდიდატი

ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის განსახილველად ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 100 კანდიდატიდან  რამდენიმე წუთში დაიწყება.

როგორც ,,მეტრონომთან” საუბრისას ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი, აღნიშნავს, მისთვის ნაფიცი მსაჯულობა ძალიან საპასუხისმგებლოა და არჩევის შემთხვევაში, ეცდება, რომ გადაწყვეტილება ობიექტურად მიიღოს.

,,ძალიან დაძაბული ვარ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემ ცხოვრებაში პირველად ხდება. საკმაოდ რთულია ადამიანს ბედი გადაუწყვიტო, არის ის დამნაშავე თუ არა, როცა ამ სფეროში არანაირი გამოცდილება არ მაქვს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე? არანაირი შეხება არ მაქვს ამ სფეროსთან. საკმაოდ რთულია, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. თუ ამირჩიეს, მაქსიმალურად ვეცდები ობიექტური ვიყო და სწორი არჩევანი გავაკეთო” – აღნიშნა მან.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, ისინი დაბნეულები არიან და უმრავლესობას არ სურს იყოს ,,სხვისი ბედის” გადაწყვეტა.

წინა სხდომაზე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100 მსაჯული შეარჩიეს, რომელთაგან დღეს 12 ნაფიც მსაჯულად უნდა აირჩიონ.

ნაფიცი მსაჯულების მიერ მისი საქმის განხილვა თავად მაგდა პაპიძემ მოითხოვა.

იტვირთბა....