ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დამატებითი პირობები ევროკავშირში უვიზოდ გადასაადგილებლად  

 

ევროკავშირში თურქეთისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისთვის დამატებითი პირობების წაყენებაზე ფიქრობენ, -ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Die Welt ავრცელებს.

ინიციატივას მხარს ევროკავშირის წევრი  ქვეყნების ნაწილი, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი უჭერენ. წევრ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ანკარასთან შეთანხმება უნდა შეიცავდეს პუნქტს, სადაც კონკრეტულად იქნება გაწერილი, რომ ევროკავშირი თურქეთს უვიზო რეჟიმს იმ შემთხვევაში დაუწესებს, თუ თურქეთი მიგრანტების მიღებას განაგრძობს. იმ შემთხვევაში, თუ ანკარა შეწყვეტს მიგრანტთა მიღებას, ევროკავშირი უვიზო რეჟიმს გააუქმებს.

დიპლომატები  მოითხოვენ, რომ მსგავსი პუნქტი უვიზო რეჟიმის შეთანხმების მუდმივი შემადგენელი გახდეს არა მხოლოდ თურქეთთან, არამედ საქართველოსთან, კოსოვოსა და უკრაინასთან მიმართებაშიც.- წერს დიპლომატებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო.

აღნიშნულ შემთხვევაში დაწესებული უვიზო რეჟიმის გაუქმებაც უფრო გამარტივებული იქნება.

საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ მიღებული არ არის, თუმცა დიპლომატების ცნობით გადაწყვეტილებას ბრიუსელში უახლოეს მომავალში მიიღებენ.

 

კანდიდატი ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 21 აპრილს დაგეგმილ შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება.

euronews.ge

იტვირთბა....