“შეხვედრას არ დავსწრებივარ მაგრამ მე ვიცი სტუდენტებისგან და თვითონ პრემიერისგანაც, რომ მზაობა გამოთქვა მუშაობასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულ დიალოგურ რეჟიმში დავსხდეთ”- ამის შესახებ თსუ-ს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრუელებლმა ლადო პაპავამ განაცხადა.
მისი თქმით, გამოითქვა მზაობა მუშაობასთან დაკავშირებით და კონსტრუქციულ რეჟიმში დიალოგი შედგება.
“შეხვედრას არ დავსწრებივარ მაგრამ მე ვიცი სტუდენტებისგან და თვითონ პრემიერისგანაც, რომ მზაობა გამოთქვა მუშაობასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულ დიალოგურ რეჟიმში დავსხდეთ, მე ყოველთვის ამას მოვითხოვდი ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში. არის საკითხები, რომელიც გასაკეთებელია და არის საკითხები, რომელიც ჯერ მომწიფებული არ არის, მაგალითად 2013 წლის კონცეფციას უმაღლესი განათლების რეფორმის, ეგრედწოდებული დვალის კონცეფციას არასდროს არ ვიწონებდი და არც დღეს ვიწონებ, თეორიულად ლამაზი კონცეფციაა, მაგრამ საქართველო ამისთვის მზად არ არის,“ – განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თსუ-ში სტუდენტური აქციების ტალღა განახლდა. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვდნენ. დღეს პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს შეხვდა და განაცხადა, რომ განათლების კანონის შემუშავებაში ის პირადად ჩაერთვება.