ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

აჭარის მთავრობამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობა შეაჩერა

საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებთ, აჭარის მთავრობამ ბულვარის განვითარების კონცეფციაზე მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი:

“დაიცავი ბულვარის“ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ არაერთი კონსულტაცია გამართა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით მიიღო როგორც სამი ხეივნის აღდგენის, ისე ბულვარის „განვითარების კონცეფციაზე“ მუშაობის შეჩერების გადაწყვეტილება.

 

მთავრობის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარში საზოგადოების მოთხოვნის შემთხვევაში სამომავლოდ კონსერვაციის გეგმის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა მიმდინარე წლის ბიუჯეტით ეს ვერ იქნება გათვალისწინებული. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია აქციის ფორმა მოწოდებით „ბულვარი კვლავ საფრთხეშია“, მაშინ, როცა მთავარი მოთხოვნები უკვე გათვალისწინებულია”- ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „დაიცავი ძველი ბულვარის“ საინიციატივო ჯგუფი ბათუმის ბულვარის კონსერვაციას ითხოვს. ბათუმელები ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ და აჭარის მთავრობის მიერ კომპანია „ოაზისთან“ ბულვარის ახალი კონცეფციის შექმნის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა მოითხოვეს.

იტვირთბა....